მიხეილ სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მიხიოლ სააკაშვილმა, რომელიც უკვე 28 დღეა, შიმშილობს, შესაძლოა, გონება ნებისმიერ დროს დაკარგოს.
“რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, მაგრამ მედიკამენტოზური ჩარევით ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. დღეს ამას ვეღარ ვიგებთ, რადგან ანალიზებზე უარს ამბობს და გაურკვეველ ვითარებაში ვვარდებით, რადგან არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა. მას გადაადგილებაც უჭირს, რადგან ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება”, – განაცხადა გელხაურმა.
მიხეილ სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც შეხვედრების ოთახში არსებული ტიხარი სრულად დაგმანეს, რათა მას ადვოკატებისათვის წერილის გადაცემის შესაძლებლობა წართმეოდა.