spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გიგაშვილი – ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია, ყველა მოდით

მუსიკოსი გიორგი გიგაშვილი კონსერვატორიაში არჩევნების გაუქმებას ეხმაურება და მოქალაქეებს ხვალ, 11:00 საათზე კონსერვატორიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

 

“ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10) ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია.

 

დაარქვით გინდა აქცია, გინდა ნაცები გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ. გთხოვთ”, – წერს გიორგი გიგაშვილი.

 

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გაუქმდა. 

 

“საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.

 

ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა”, – აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgi.oo.148%2Fposts%2Fpfbid02wdjp1Fyijj5uPmy4SLADdrrizCVoScvfEnvbif3e5ARx9AXu9BAoKz1TzvZwRcaKl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”219″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები