spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გრიგოლია – ჩვენ 6 თვის წინ დავწერეთ, რომ ჩვენს პირობებში მისი სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია

ჩვენ 6 თვის წინ დავწერეთ,  რომ ჩვენს პირობებში  მისი სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია, – ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, მისი უცხოეთში გადაყვანა აუცილებელია. 

 

“ჩვენ 6 თვის წინ დავწერეთ,  რომ ჩვენს პირობებში  მისი სრული გამოჯანმრთელება შეუძლებელია.  შეუძლებელია არა იმიტომ, რომ ჩვენი მედიცინა არ არის დონეზე, ან ჩვენ რაღაც მეთოდებს არ ვფლობთ, ან ვიღაც სპეციალისტები არ გვყავს. შეუძლებელია იმიტომ, რომ მას ეს დაავადება დაემართა სტრესის გამო დიაგნოზი გამოტანილი აქვს, რომ პოსტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და დაავადებას რომ უმკურნალო ბოლომდე, უნდა მოუხსნა ის, რამაც გამოიწვია დაავადება. 

 

ძირითადი არის ის, რომ სტრესი ამ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში არ ეხსნება და ვერ მოეხსნება“, – განაცხადა გრიგოლიამ. 

 

მისივე განმარტებით,  აღნიშნულის შესახებ სამედიცინო დასკვნას უახლოეს დღეებში მოამზადებს და სახალხო დამცველს გადასცემს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები