ვითომ ხუმრობენ პატიმარ და ჯანმრთელობაშერყეულ ადამიანზე, ეს წარმოუდგენელი ზნედაცემულობაა, არაკაცებს შეუძლიათ მხოლოდ ეს გააკეთონ, – ამის შესახებ “ლეობორისტული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
ამით ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელების მდგომარეობის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
“ვითომ ცინიკურ კალამბურებს ამბობენ და ვითომ ხუმრობენ პატიმარ და ჯანმრთელობა შერყეულ ადამიანზე. ეს წარმოუდგენელი ზნედაცემულობაა, არაკაცებს შეუძლიათ მხოლოდ ეს გააკეთონ. ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, ზოგიერთი მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემხტარი ამბობდა, ან მის ამქარში იყო და უკან დასდევდა, ბატონი გამოიცვალეს და ბატონგამონაცვალი მონის ფსიქიკაა, რასაც ესენი აკეთებენ“, – განაცხადა გუგავამ.