spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გუგავა – ნეიტრალიტეტი სანატრელი გაგვიხდება, თუ ასე გაგრძელდა

ეს ყველაფერი არის ბიძინას აზრები, ეს პირდაპირი დავალებაა იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოგვშორდეს დასავლეთი, აშშ. ნეიტრალიტეტი სანატრელი გაგვიხდება, თუ ასე გაგრძელდა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა  გიორგი გუგავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზი დღეს ომგადახდილი ქვეყნის მოსახლეობის შიშებზე მუშაობაა და მოყვარეს მტრად წარმოჩენას ემსახურება. 

 

“შიშებზე მუშაობენ, ჩვენ ტრავმირებული საზოგადოება ვართ, გამოვიარეთ სამოქალაქო ომი, სოხუმი, აფხაზეთი, 2008 წლის ომი, ამ შიშებით ცდილობენ საზოგადოებას აფიქრებინონ, რომ ჩვენ იგივე დაგვემართება, რაც უკრაინას. აშშ-ს უპირველეს ყოვლისა, მისი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, აქ არ სურს ომი, აქ გადის ენერგეტიკული ხაზები, რომლითაც ამ ცივ ზამთარში ევროპა უნდა მომარაგდეს. აქ უნდა გაიაროს აზიიდან წამოსულმა ტვირთებმა, რომ ევროპაში მოხვდეს, დღევანდელი განცხადებით,  კიდევ უფრო გაამწვავეს, არა მხოლოდ “ბლეფი“ უწოდეს იმ დახმარებას, არამედ პირდაპირ თქვეს, რომ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკები, ჩართული არიან კორუფციაში, ამ ფულს ქვეყნის დახმარებას აფორმებენ, სინამდვილეში, ეს ყველაფერი მიდის უკან. ესეც კი იკადრეს, ესეც თქვეს, ეს ყველაფერი არის ბიძინას აზრები, ეს პირდაპირი დავალებაა იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოგვშორდეს, დასავლეთი, აშშ, ნეიტრალიტეტი სანატრელი გაგვიხდება, თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია“, – განაცხადა გუგავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები