spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გუგავა – ვინაიდან ვერ გამოგვყავს გარეთ ოპოზიციის ე.წ. წარმომადგენლები, პარტიამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა

“ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხზე ფეისბუქზე გამოკითხვას ჩაატარებენ.

 

მისივე განცხადებით, საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი.

 

“მას შემდეგ, რაც დაირღვა საერთო ოპოზიციური ბოიკოტი და სამწუხაროდ, შევიდნენ გაყალბებულ პარლამენტში, საკრებულოებში და დღემდე არ აპირებენ გარეთ გამოსვლას, პარტიაში დაიწყო მსჯელობა, ხომ არ გადაგვეხედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით გაიმართება გამოკითხვები, ჩვენს ამომრჩეველს შორის, მათ შორის ფეისბუქგამოკითხვები.

 

ჩემი პირადი მოსაზრებაა, მას შემდეგ, რაც საერთო ოპოზიციურმა ბოიკოტირებამ დაკარგა შინაარსი, ვინაიდან ვერ გამოგვყავს გარეთ ოპოზიციის ე.წ. წარმომადგენლები, მათი იქ ურჩევნიათ ყოფნა, პარტიამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმის მხილება, რათა ოდნავ მაინც შევაჩეროთ ის დამღუპველი გადაწყვეტილებები, რასაც ლამის ყოველდღიურად იღებენ და ყელში ყულფს უჭერენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვა როგორიც იქნება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი, იმის მიხედვით გადავწყვეტთ.

 

შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, უფრო იხრება არშესვლისკენ, მაგრამ პარტიაში სხვა მოსაზრებებია. ბოლო ერთი თვეა, ეს მსჯელობა დაწყებულია. ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა გუგავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები