spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი კალანდარიშვილი – ბიულეტენი, რაც არჩევნებზე იყო წარმოდგენილი, არის ყველაზე მაღალი გრამაჟის, რაც კი ოდესმე გამოგვიყენებია

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ის ბიულეტენები, რაც სატესტო პროცესში იყო გამოყენებული, რა თქმა უნდა, იყო დაბალი გრამაჟის და ეს ბიულეტენი, რაც არჩევნებზე იყო წარმოდგენილი, არის ყველაზე მაღალი გრამაჟის, რაც კი, ოდესმე გამოგვიყენებია. ეს არის “სმარტმატიკის“ რეკომენდაციის შესაბამისად,  – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო, რომ, თითქოს რაღაც დაირღვა.

“სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ის ბიულეტენები, რაც სატესტო პროცესში იყო გამოყენებული, რა თქმა უნდა, იყო დაბალი გრამაჟის და ეს ბიულეტენი, რაც არჩევნებზე იყო წარმოდგენილი არის ყველაზე მაღალი გრამაჟის, რაც კი, ოდესმე გამოგვიყენებია. ეს არის „სმარტმატიკის“ რეკომენდაციის შესაბამისად. ბიულეტენი უნდა ყოფილიყო 162-ს პლუს, მინუს 20%-ის ფარგლებში და ჩვენ გავითვალისწინეთ ეს რეკომენდაცია და მაქსიმალურ გრამაჟზე დავსვით, ამაზე სქელი იყო ტექნიკურად შეუძლებელი, რადგან არ მოერგებოდა ამ აპარატს.

მნიშვნელოვანია, რომ სწორად მოთავსებულიყო ჩარჩო ფორმით ბიულეტენი და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდებოდა მეორე მხარეს გამოსული ფერის შემჩნევა, მაგრამ მეორე არის ის, რომ თითქოს ამით ფარულობა დაირღვა და შეიძლებოდა ვინმეზე ზემოქმედება მომხდარიყო.

კონსტიტუციური პრინციპი არის ხმის ფარულობა და ხმის ფარულობა, რომ უკან, სადღაც ფერმა გამოკვეთა რაღაც, არ იყო იმის გაგების საფუძველი, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო, რომ, თითქოს რაღაც დაირღვა”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები