spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი კანდელაკი – პასუხისგებაში არიან მისაცემი ის პირები, ვინც ჩანს, რომ განზრახ არ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას

“ევროპული საქართველოს” წევრები შსს-ს გენერალურ ინსპექციას საჩივრით მიმართავენ გამოძიების დაწყების მიზნით იმ პოლიციელებზე, რომლებმაც, მათი შეფასებით, არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი უფლებამოსილება და 5 ივლისს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები არ აღკვეთეს. 

 

“5 ივლისს ძალადობა თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში, მრავალი საათის განმავლობაში და ამ კადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ პოლიციას აქვს მიღებული მითითება. პოლიცია არის იერარქიული ორგანიზაცია და მათ არაფერი უშლიდათ ხელს, პირველი ინციდენტები, რომ მოხდა დილით, უცებ მოეხდინათ ძალების მობილიზება, გამოეყვანათ საკმარისი ძალები, რათა აღკვეთილიყო 53 ჟურნალისტის ცემა და ბატონ ლაშქარავაზე თავდასხმა, რამაც შემდგომში გამოიწვია მისი გარდაცვალება.

 

ეს არ მოხდა, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში არიან მისაცემი ის პირები, ვინც ჩანს, რომ განზრახ არ ასრულებს საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ მისცა მათ ამგვარი დანაშაულებრივი ბრძანება. ასეთ ბრძანებებს შსს-ში იძლევა მინისტრი, შემდეგ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ზემდგომი, პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი გომელაური უნდა მიეცეს პასუხისგებაში ამ დანაშაულებრივი ბრძანების გაცემის გამო” – განაცხადა პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები