spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი კაპანაძე – ბრიტანეთის ხელისუფლება, ბრიტანელი ხალხი, გვერდით უდგას ჩვენს ხალხს

ბრიტანეთის ხელისუფლება, ბრიტანელი ხალხი, გვერდით უდგას არა არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ჩვენს ხალხს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაეხმაროს სამოქალაქო სექტორს, მისასალმებელია.

“ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, დაეხმაროს სამოქალაქო სექტორს, ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, ასევე დემოკრატიის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლების გაძლიერებას, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბრიტანეთის ხელისუფლება, ბრიტანელი ხალხი, გვერდით უდგას არა არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არამედ ჩვენს ხალხს, საზოგადოებას და ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გამოხატულებაა”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები