spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი კაპანაძე – დღეს უკვე პარტიაში არის ლეგიტიმაციის პრობლემა

დღეს უკვე პარტიაში არის ლეგიტიმაციის პრობლემა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, პარტიაში მნიშვნელოვანია შიდა დემოკრატიის გაძლიერება. 

 

“ნებისმიერი პირის წასვლა პარტიიდან არის დანაკლისი.  ასევე  ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დღეს პარტიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განახლება, ცვლილებები, შიდა პარტიული  დემოკრატიის განვითარება და ახლი პრაიმერისის ჩატარება,  თუნდაც ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით, რადგან დღეს უკვე პარტიაში არის ლეგიტიმაციის პრობლემა“, – განაცხადა კაპანაძემ. 

 

ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა ობოლაძის შემდეგ ნონა მამულაშვილმა დატოვა. მან პარტიის მანდატთან ერთად პარლამენტის დეპუტატობაზეც უარი თქვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები