იანვრიდან პენსია გაიზარდა 35 ლარით და “ქოცი” არალეგიტიმური დეპუტატის ხელფასი გაიზარდა 7 000 ლარით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქოცი” არალეგიტიმური დეპუტატი არჩევანს აკეთებს მაღალ ხელფასსა და კიდევ უფრო მაღალ ხელფასს შორის”.
“იანვრიდან პენსია გაიზარდა 35 ლარით და “ქოცი” არალეგიტიმური დეპუტატის ხელფასი გაიზარდა 7 000 ლარით. ეს არალეგიტიმური “ქოცი” დეპუტატები დასცინიან და აბუჩად იგდებენ პენსიონერებს, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ამ პენსიონერების ფულით იხდიან და იმატებენ ხელფასებს.
პენსიონერი არჩევანს აკეთებს მედიკამენტს და საკვებს შორის და “ქოცი” არალეგიტიმური დეპუტატი არჩევანს აკეთებს მაღალ ხელფასსა და კიდევ უფრო მაღალ ხელფასს შორის”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.