spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი კაპანაძე – პასუხებს ვითხოვ, შესთავაზა თუ არა ნიკა მელიამ “ლელოს“ წარმომადგენლებს ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ ადგილები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში

ნიკა მელიამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას,  შესთავაზა თუ არა “ლელოს” წარმომადგენლებს ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ ადგილები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში,  – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ნიკა მელია ისეთ ხალხს დაუკავშირდა,  ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი მიუღებელია. 

 

კაპანაძე ასევე მელიას პარტიის თამჯდომარის პოსტიდან გადადგომას მოითხოვს, რის გარეშეც პარტიის არჩევნები ვერ ჩატარდება. 

 

“ვნახეთ, რომ მიშა სააკაშვილის საკითხმა  უკანა პლანზე გადაიწია, თვეების განმავლობაში  მოდაში არ იყო მიხეილ სააკაშვილის სახელის ხსენება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ორგანიზებულ აქციაზე. 

 

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დღევანდელმა თავმჯდომარემ აირჩია გზა იმ ადამიანებთან თანამშრომლობის, რომლებიც არ მალავენ უარყოფით განწყობას პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია,  რომ მელია შეხვდა მამუკა ხაზარაძეს, “ლელოს“ წარმომადგენლებს.  თითქოს მან თხოვა ფინანსური და ადამიანური რესურსით მხარდაჭერა და სანაცვლოდ პარტიაში ადგილი შესთავაზა. მაინტერესებს ვისი კანდიდატია ეს ადამიანი?  თუ მე უნდა გავიყვანო ის ადამიანი, ვინც არის პარტია “ლელოს“ წარმომადგენელი, მაშინ ეს ჩემთვის წითელი ხაზია. ამიტომ პასუხებს ვითხოვ, შესთავაზა თუ არა მან “ლელოს“ წარმომადგენლებს ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ ადგილები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა კაპანაძემ.  

 

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიამ “ლელოს“ წარმომადგენლებთან ფარული შეხვედრა გამართა. შეხვედრას დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. 

 

აღნიშნული მედიასაშუალება ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით  აცხადებს, რომ  ნიკა მელიამ  მამუკა ხაზარაძეს  პარტიის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, 2024 წლის არჩევნებში “ლელოს“ წევრების საპარლამენტო სიაში ჩასმა შესთავაზა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები