spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი კაპანაძე – ფასები გაორმაგდა, საწვავი გაძვირდა, მინდა ვკითხო ხელისუფლებას, ეს ყველაფერი რომ გაორმაგდა, ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდა?

ფასები გაორმაგდა, საწვავი გაძვირდა, მინდა ვკითხო ხელისუფლებას, ეს ყველაფერი რომ გაორმაგდა, ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდა? მათი შემოსავალი გაორმაგდა? – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოში პენსიონერთა უმეტესობას დღეს სესხები აქვთ ბანკში, უფასო სასადილოების ბენეფიციართა საკვების დღიური ულუფა კი 1.80 თეთრია.

 

“ქვეყანაში 600 000-მდე სოციალურად დაუცველი ადამიანი, 310 ადამიანია, ვისი ხელზე ასაღები ხელფასიც არის 800 ლარი ან ნაკლები, რეგისტრირებული უმუშევარი არის 248 000;

 

9 000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა იმ მიზეზით, რომ მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წასულიყო. ფასები გაორმაგდა, საწვავი გაძვირდა, მინდა ვკითხო ხელისუფლებას, ეს ყველაფერი რომ გაორმაგდა, ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდა? მათი შემოსავალი გაორმაგდა? 838 000 პენსიონერია ჩვენს ქვეყანაში და აქედან 360 000-ს სესხი აქვს აღებული ლიბერთი ბანკში და ყოველდღიურად ატყავებენ ამ მოქალაქეებს. უფასო სასადილოების ბენეფიციართა საკვების დღიური ულუფა არის 1.80 თეთრი, ახლა ვეკითხები ხელისუფლების წარმომადგენლებს, დღის განმავლობაში საკვებისთვის 1.80 თეთრი საკმარისია?” – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები