spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხარჩილავა – ჩვენ ვიქნებით დეცენტრალიზაციის მაუწყებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით

ჩვენ ვიქნებით დეცენტრალიზაციის მაუწყებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით – აცხადებს ოპოზიციის მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

 

წალენჯიხის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან გიორგი ხარჩილავა მადლობას უხდის იმ ამომრჩეველს, რომელმაც, მისი თქმით,  საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას დაუდო სათავე. 

 

“მოგესამებით დიდი მადლირებით, მადლიერებით, რომელიც უკვე პასუხისმგებლობაში გადამდის, რითაც მე უნდა შევუდგე ხალხის წინაშე ხალხის ხმით მოპოვებული, დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.  

 

ყველა მოქალაქეს, რომელმაც საკუთარი ნება საარჩევნო ყუთთან მოიტანა, როგორც მომავალი საქართველოს სამშენებლო ფუნდამენტის განმსაზღვრელი, მომავალი ცვლილებების მაუწყებელი, მომავალი დეცენტრალიზაციის მაუწყებელი, საქართველოში კოალიციის როგორც ახალი ხედვის, ახალი პოლიტიკური კულტურის მაუწყებელი.  ყველა ამ ადამინს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მინდა მადლობა მოვუხადო და განსაკუთრებით ეს ეკუთვნის ჩემს წალენჯიხას, ჩემს მოქალაქეებს, რომელთა წინააღმდეგ სისტემამ უპრეცედენტო რეპრესიული სცენარი დადგა,  მაგრამ მათ ეს მიიღეს ძალიან ღირსეულად და ამ გამოწვევას საკუთარი პიროვნული თავისუფლებით შეეგებნენ”, – განაცხადა   გიორგი ხარჩილავამ. 

 

საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების ტურში 20-დან 19 მუნიციპალიტეტში გამარჯვება “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა. ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. ენმ-ის კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ ხმათა 51.1% მიიღო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები