spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხელაშვილი – პარადოქსულია, რომ “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებს ღარიბ მოსახლეობას

ძალიან ძნელია შალვა ნათელაშვილზე საუბარი. ეს არის დისკრედიტებული პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხმა უკვე დიდი ხანია განაჩენი გამოუტანა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

“ზუსტად ოცი წლის წინ ის იმდენად პოპულარული იყო, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები მოიგო. დღეს კი 1%-ს ვერ აგროვებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინა რის შალვა ნათელაშვილი. ასე რომ საკუთარი ხალხის მიმართ ზიზღი ნათელაშვილს უკან ბუმერანგივით უბრუნდება. რაც შეეხება მის განცხადებებს, პარადოქსულია, რომ „ლეიბორისტული“, როგორც თავად ეძახის „შრომის პარტიის“ ლიდერი ყველაზე დიდ შეურაცხყოფას აყენებს ღარიბ მოსახლეობას. ეს არის დიდი პარადოქსი და დიდი უსინდისობა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები