spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხელაშვილი – რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხდება ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება

რამდენიმე დღის წინ, ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ახსენა სიტყვა ნეიტრალიტეტი. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან საშიში რამ. ეს არის აშკარად შემოგდებული ქვეყნის გარედან იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს ამ ძალიან საშიში თემის განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

“პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს მოგიწოდებთ, ნუ აჰყვებით „ნაციონალურ მოძრობას“ და ნუ დაიწყებთ ნეიტრალიტეტის ზონდირებას საქართველოში. კონსტიტუციით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც აპირებს ნატოში გაწევრიანებას, ამიტომ ნეიტრალიტეტზე საუბარი უბრალოდ ვერ იქნება.

 

სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხდება ნეიტრალიტეტის თემის ზონდირება, სავარაუდოდ, რუსეთიდან პირდაპირ მითითებით. მოგიწოდებთ, ამ თემას ნუ აჰყვებით, ეს არის ქვეყნისთვის ძალიან საშიში, იურიდიულად ეს არის ფიქსირებული ჩვენს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში და საქართველო იყო, არის და დარჩება პროდასავლურ ქვეყნად“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები