spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხელაშვილი – რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ ნატოს და აშშ-ის მკაფიო პასუხი, რომელიც იმედისმომცემია

“რუსეთის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებზე და მოთხოვნებზე ჩვენ ვნახეთ ერთ მხრივ ნატოს და მეორე მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მკაფიო პასუხი, რომელიც იმედისმომცემია, როგორც საერთოდ დასავლური სტრუქტურებისთვის, ასევე განსაკუთრებით საქართველოს თვალსაზრისით, ვინაიდან მასში ასახულია ჩვენი საერთო პოზიცია, რომ ქვეყნების მომავალი უნდა იყოს თავად ამ ქვეყნების ხელში, ალიანსების არჩევანი უნდა იყოს ქვეყნების სუვერენული უფლება, დაუშვებელია მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროატლანტიკური სივრცის გავლენის სფეროებად დაყოფა და რომ არსებული, შეთანხმებული პრინციპები, ცივი ომიდან მოყოლებული, უნდა იქნეს სრულად დაცული“,-განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს მოუსმინეს.

 

გიორგი ხელაშვილის განცხადებით, დასავლეთის და საქართველოს ყურადღება ფოკუსირებულია უკრაინაზე,  იმ კრიზისზე და საფრთხეზე, რომელიც  თანდათან მატულობს და შეიძლება უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდეს არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროატლანტიკური  სივრცის მომავალზე.

 

მისივე თქმით, საერთო ძალისხმევა მიმართულია როგორც აგრესიის შეკავებაზე, ასევე უკრაინაში ომის არ დაშვებაზე, რისთვისაც გამოყენებულია დიპლომატია, სამხედრო დახმარება, სანქციების მუქარა.

“ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტის პოზიციას, რომელიც რეზოლუციის სახით გამოხატეთ უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა, იმავდროულად რუსეთი პარალელურად ცდილობს არა მარტო უკრაინის მიმართულებით წნეხის მიტანას, ამ ქვეყანაზე და დასავლეთზე, არამედ, როგორც ჩანს, სერიოზულად მოითხოვს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლას. ევროპის პარლამენტი, გამოხატავს ევროკავშირის პოზიციას ფართო პოლიტიკურ საკითხებზე- ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებში. სად დგას ევროპარლამენტი და უფრო ფართოდ,  ევროკავშირი, უსაფრთხოების დიალოგის მიმართებით და განსაკუთრებით, რამდენად არის ერთიანი ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და რუსეთის პოლიტიკას“,-განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოში ჩამოსვლისათვის, მისი  საქმიანობისათვის, რომელშიც საქართველო მნიშნელოვან ადგილს იკავებს და საქართველოს ხელისუფლების სახელით მადლობა გადასცა იმ მუდმივი მხარდაჭერისათვის და მონაწილეობისათვის, რომელიც საქართველოს  ევროპარლამენტის მხრიდან აქვს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები