“ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რამდენი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ვირუსს და ეს რიცხვი მართლაც სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველდღიურად ვხედავთ ანტირეკორდს, როგორც ვირუსის გავრცელების ისე გარდაცვალების კუთხით და ამის ერთადერთი მიზეზია – დღევანდელი ხელისუფლების სისტემური შეცდომები და აბსოლუტურად არათანმიმდევრული და არაეფექტური გადაწყვეტილებები“, – ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მარტოა დატოვებული პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო მომრავლებულ პრობლემებთან – უმუშევრობასთან, გაზრდილ გადასახადებთან.
“ეს სწორედ ის მოსახლეობაა, რომელსაც დღევანდელი მმართველი პარტია ჰყოფს თავისიანებად სხვისიანებად“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.