spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები და მისი რეალური რეფორმის აუცილებლობა. 

 

ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას და არსებულ გამოწვევებს, ხელისუფლების როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას. 

 

შეხვედრაზე პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიისა და ხელისუფლების იძულების დამატებითი ბერკეტის საფუძველს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები