spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხოჯევანიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება მორიგი საკანონმდებლო სადამსჯელო ნაბიჯია

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების ინიცირებას   წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენება საქართველოს პარლამენტში, რომელიც იყო ძალიან საქმიანი, ღირსეული და არგუმენტირებული კრიტიკით გაჯერებული“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრე იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს – გაურკვეველი მიზეზებით უსაფრთხოების საბჭოს  არ შეკრების საკითხებზე, იმ მოლოდინებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს ან არ უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, არსებობს თუ არა შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც ქართველი ხალხი  დიდიხანია ელოდება და კითხვებზე მმართველი გუნდის მხრიდან პასუხები არ არის.

 

“ამის პასუხად დაანონსდა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. დღეს კი, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე შემოთავაზებულია  საკანონმდელო ინიციატივა. თვითონ ინიციატივა თავის ბუნებით შეიძლება არ იყოს იმხელა კრიტიკის საფუძველი, რამდენადაც თუ რას მოჰყვა ეს ყველაფერი. ეს მოჰყვა ქალბატონი პრეზიდენტი მოხსენებას – ეს არის ცალსახად პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაცია და მორიგი საკანონმდებლო, სადამსჯელო ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები