spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხვედელიანი – ახლა თუ არ მოგვცეს სტატუსი, ძალიან დრამატულად შეიცვლება სურათი, “ალტ-ინფო” პარლამენტში იქნება და სხვა ტრაგიკულობა ექნება ქვეყანას

ახლა თუ არ მოგვცეს სტატუსი,  ძალიან დრამატულად შეიცვლება სურათი,  “ალტ-ინფო” პარლამენტში იქნება და სხვა ტრაგიკულობა ექნება ქვეყანას, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა.  

 

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმიღების შემდეგ „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ  პროპაგანდას გააჩაღებს. 

 

“ახლა ჩვენ თუ ამ სიტუაციაში დავზარალდით, ისეთ ბანაკში ვრჩებით მარტო, რომ 2 ან 3 წელიწადში კი ვეღარ გაკეთდება ეს საქმე, ათწლეულოებით ვიქნებით ჩამორჩენილი ამ პროცესს. გარდა ამისა, ქვეყანაში იცვლება კლიმატი მთლიანად. დღეს რომ ჩაატარებ გამოკითხვას და  80 პროცენტი ამბობს,  გვინდა ევროკავშირი და პროდასავლური ვართ,  შემდეგ ასე აღარ იქნება. ახლა თუ არ მოგვცეს სტატუსი, „ქართული ოცნება“ პროპაგანდას გააჩაღებს,  – „დაგვსაჯეს იმის გამო, რომ ომში არ ჩავერთეთ“.  ამას „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნახევარი დაიჯერებს. რამდენიმე თვეში, სექტემბერში კვლევას რომ  ჩაატარებ,  55 პროცენტი თუღა იტყვის, რომ დასავლეთს უჭერს მხარს. ძალიან დრამატულად შეიცვლება სურათი. ახლა რომ ალტ-ინფო მაინც რომ მარგინალია, ასე  აღარ იქნება, ალტ-ინფო პარლამენტში იქნება და სხვა ტრაგიკულობა ექნება  ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები