spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხვედელიანი – ამ ხელისუფლებამ გვაქცია ქვეყნად, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა მოექცეს მტერს და მოყვარეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ხვედელიანი რუსი მომღერლის ლევ ლეშენკოს საქართველოში “ვიზიტს” ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს კრემლის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია.

 

“ამ ხელისუფლებამ გვაქცია ქვეყნად, რომელმაც არ იცის, როგორ უნდა მოექცეს მტერს და მოყვარეს. ლეშენკო, რომელიც უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას და რომელიც ძალიან უარყოფითად არის განწყობილი ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ, მოიწვიეს, დაუხურეს რესტორნები და მას მასპინძლობს საპარლამენტო გუნდი და მთავრობის გუნდი. რამდენიმე დღის წინ კი რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი სრულიად დაუსაბუთებლად და უმიზეზოდ არ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში”, – აცხადებს ხვედელიანი. 

 

“მთავარი არხის” ინფორმაციით, რუსი მომღერალი ლევ ლეშენკო, რომელიც “აფხაზეთის დამოუკიდებლობას” აფხაზურად უმღეროდა, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს. მას ივანიშვილის გარდა, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები