spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ხვედელიანი – “გორბის” კვლევებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ხოლმე, რა არის “ქართული ოცნების” ოცნება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ხვედელიანი “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს “ქართული ოცნების” ოცნებას უწოდებს.

 

“გორბის” კვლევებში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ხოლმე, რა არის “ქართული ოცნების” ოცნება. “გორბს” აქვს ეს ფუნქცია, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი გაამხნევოს და დაარწმუნოს, რომ პარტიას აქვს მაღალი მხარდაჭერა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ჩვენ გვგონია, რომ არჩევნების შედეგები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ პარტიას აქვს მაღალი რეიტინგი და ჩვენ ამას ვზომავთ შიდა კვლევებით ძალიან ინტენსიურად. ჩვენ კანდიდატსაც აქვს მაღალი მხარდაჭერა,” – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

 

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით “გორბის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს თითქმის 47% ხმას “ქართულ ოცნებას”, 27% კი “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა. ასევე, დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, 61,2% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 38.8% ნიკა მელიას

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები