spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი კვირიკაშვილი – “ქართუდან” წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ისტორიის დამახინჯება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

“ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ. წერილში მოტანილი “ქართუდან” წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ისტორიის დამახინჯება”, – აცხადებს კვირიკაშვილი.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2012 წლამდე “ქართუს” ბევრმა წარმომადგენელმა ზეწოლას ვერ გაუძლო და ქვეყანაც დატოვა, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მათ პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს, ახალ მთავრობაში მიიწვია.

 

“იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები