spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი კვირიკაშვილი – თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო, იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.

მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები საბოლოოდ, ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება.

“ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და ანგარიშსწორება, მით უფრო, იმ ველური ფორმით, რაც ვიხილეთ, დაუსჯელობის შემთხვევაში ნიშნავს, ან კრიმინალურ რეჟიმს, ან სახელმწიფოს უსუსურობას საბოტაჟის და კრიმინალის წინაშე, რაც საბოლოოდ ისევ და ისევ კრიმინალის გაბატონებით მთავრდება; და სულ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, არც აგრესიის ობიექტი ჟურნალისტების დამოუკიდებლობის ხარისხს და არც ამა თუ იმ პოლიტიკოსის დამოკიდებულებას დაზიანებული ჟურნალისტების მიმართ.

თავდამსხმელების დაუსჯელობის შემთხვევაში შემდეგი გაჩერება იქნება სრულიად სხვაგვარი ქვეყანა. ეს არ უნდა დავუშვათ!“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები