ვულოცავ საქართველოს ისტორიულ მიღწევას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.
“ვულოცავ საქართველოს ისტორიულ მიღწევას!!
შესანიშნავი დღე საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის და უეჭველია ევროპული კავშირისთვის!!
ყველას გილოცავთ!!” – წერს კვირიკაშვილი.
ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.