spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ლიფონავა – ეს ყველაფერი შეშინების მცდელობაა, მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ

რაიმე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ, რომ დაგიჭირონ, როდესაც აქციაზე ხარ. ეს ყველაფერი შეშინების მცდელობაა, მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, – ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი ლიფონავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება და ამ აქციას კვლავ შეუერთდება.

“რაიმე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მიზეზი ამათ არ სჭირდებათ, რომ დაგიჭირონ, როდესაც აქციაზე ხარ. ეს ყველაფერი შეშინების მცდელობაა, მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ. რა თქმა უნდა, მე აქციას ისევ შევუერთდები და ბრძოლას გავაგრძელებ ბოლომდე ქართველ საზოგადოებასთან ერთად“, – განაცხადა გიორგი ლიფონავამ.

48-საათიანი პატიმრობის შემდეგ, აქციაზე დაკავებული რეჟისორი – გიორგი ლიფონავა გაათავისუფლეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები