მსახიობ გიორგი მახარაძის თქმით, 30-მდე ადამიანი დუბინკით, ფიზიკურად გაუსწორდა.
მისი თქმით, ამ ყველაფერს პატრულის თანამშრომლები საკუთარი თვალით უყურებდნენ და რეაგირება არ ჰქონიათ.
“წინ მიდგას პატრული, 30 ტიპი დუბინკით მცემს და უყურებენ. ასე უყურებენ და 30 ტიპი დუბინკით მარტოს მცემენ, მატრიალეს, 10 წუთი მცემეს და დგანან ესენი და მიყურებენ და დებილი სახით, გადავეციო მეუბნება”, – განაცხადა გიორგი მახარაძე “მთავარის” პირდაპირ ეთერში.