spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“გიორგი მამალაძეს თუ გონივრულ ვადაში არ გაათავისუფლებენ, უკიდურესი ზომებია მისაღები”

გიორგი მამალაძეს თუ გონივრულ ვადაში  არ გაათავისუფლებენ, უკიდურესი ზომებია მისაღები, ეს იქნება პერმანენტული აქციების სახით საპატრიარქოსთან თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს.  

 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა იმედგაცრუებული იქნება, რადგან მასთან საუბარში აცხადებდა, რომ ამ საქმეზე სტრასბურგში პრობლემა არ შეიქმნებოდა. 

 

“გიორგი  მამალაძემ მოიგო ეს პროცესი, ფაქტობრივად, სამართლიანმა სასამართლომ მისი მხარე დაიჭირა. საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა 2017 წლიდანვე იცოდა, რომ  “ციანიდის საქმე” შეკერილი იყო. ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. 

 

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ულტიმატუმი უნდა წაუყენოს საზოგადოებამ.  მიმაჩნია, რომ ამაში მეც უნდა მივიღო მონაწილეობა. რაღაც გონივრულ ვადაში თუ მამალაძეს არ გაათავისუფლებენ, არ აღსრულდება სამართალი,  რაღაც უკიდურესი ზომებია მისაღები, ეს იქნება პერმანენტული აქციების სახით საპატრიარქოსთან თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან, “ქართული ოცნების” ოფისთან თუ ასე შემდეგ.

 

ბიძინა ივანიშვილმა ჩემთან სტუმრობის დროს ძალიან დამაჯერებლად მითხრა, რომ სტრასბურგში ჩვენ პრობლემები არ გვექნება, დარწმუნებული ვარ, ახლა იმედი გაუცრუვდა, ვფიქრობ, რომ გარემოცვა არწმუნებდა, რომ სტრასბურგში პრობლემებს არ შევქმნით“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. 
მისი თქმით, ამ საქმის შესახებ სუს-ის ყოფილმა უფროსმა იოსებ გოგაშვილმა ბევრი რამ იცის და თუ მას “ქართული ოცნების” მხილება რეალურად სურს, ამის შესახებ უნდა ილაპარაკოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები