spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მანველიძე – საერთოდ, იცით კი, რას ნიშნავს სინანული და ბოდიში? არა, რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ ფულისა და ძალაუფლების მონები ხართ!

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შეფასებებს გამოეხმაურა.

„ერთხელ მაინც მოგეხადათ ბოდიში, ერთხელ მაინც დაენახა სინანული თქვენს თვალებში ქართველს ხალხს! მაგრამ უსისხლო, ურჯულო და უსამშობლოები ხართ! სული და ქვეყანა ერთად გაყიდეთ, ქართველი დედა მოკალით, ქართველი საჯიშე ახალგაზრდები ჩახოცეთ, ისტორია და თავმოყვარეობა ერთად წაართვით ოს და აფხაზ ძმებსა და დებს. მიწა-წყალი გაუყიდეთ, ოჯახი და სახლ-კარი დაათმობინეთ! არავინ ელოდება თქვენგან ბოდიშს, სინანულს. საერთოდ, იცით კი, რას ნიშნავს სინანული და ბოდიში? არა, რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ ფულისა და ძალაუფლების მონები ხართ!

მშვიდობის გეშინიათ! ქართველი კაცის კარგად ყოფნის გეშინიათ! საქართველოს გამთლიანების გეშინიათ! აი, ვინ ხართ თქვენ! მშიშარა მონები!

თქვენ, იმ ადამიანების კატეგორიას წარმოადგენთ, ბატონის გარეშე უსუსურად და დაუცველად რომ გრძნობენ თავს! საქართველო აუცილებლად გამთლიანდება!

საქართველო აუცილებლად ერთიანი შეაბიჯებს ევროპაში და შეაბიჯებს ღირსებით. ამას, „ქართული ოცნება“ გააკეთებს ბიძინა ივანიშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად!“- აღნიშნულია გიორგი მანველიძის განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები