spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – 24 თებერვლის შემდეგ მე შევიწყალებდი სააკაშვილს, ომმა თვისობრივად გაზარდა მისი, როგორც პუტინთან დაპირისპირებული პოლიტიკოსის ფასი

დღეს სააკაშვილი უნდა იყოს იქ,  სადაც არის მისი ადგილი, სადაც ისტორიულად მან დასახა თავისი ადგილი – პუტინთან დაპირისპირებაში, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, 24 თებერვლის შემგდეგ თვისობრივად შეიცვალა ყველაფერი და მათ შორის შეიცვალა სააკაშვილის, როგორც პუტინთან დაპირისპირებული პოლიტიკოსის ფასი.  

 

“იმ კითხვას რასაც არაერთხელ მისვამდით – შეიწყალებდით თუ არა სააკაშვილს? – მე ერთმნიშვნელოვნად ვპასუხობ – 24 თებერვლის შემდეგ მე შევიწყალებდი სააკაშვილს. დღეს მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ციხეში ჯდომა არის ამ ქვეყნისთვის არასწორი, უსამართლო მანამდეც იყო, იმიტომ რომ მურუსიძემ რა უნდა გაასამართლოს… 

 

24 თებერვლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. ომმა შეცვალა ყველაფერი, მათ შორის მიშა სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებიც და თვისობრივად გაზარდა მისი,  როგორც  პუტინთან დაპირისპირებული პოლიტიკოსის ფასი. 

 

ომის დროს სასჯელმისჯილ ტუსაღებს უხსნიდნენ კარებს და აძლევდებენ შესაძლებლობას ეომათ მტერთან. დღეს სააკაშვილი საქართველოს ციხეში კი არ უნდა იჯდეს პიჯაკების საქმის ბრალდებით, მურუსიძის სასამართლოს მოლოდინში, იქ უნდა იყოს სადაც არის მისი ადგილი, სადაც ისტორიულად მან თვისი ადგილი დასახა, ცუდად თუ კარგად, მაგრამ მან თავისი ადგილი იქ დასახა –  პუტინთან დაპირისპირებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები