spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი მარგველაშვილი – არ მგონია, რომ სანქციებმა რამე გავლენა მოახდინოს ივანიშვილზე, თუ დაასანქცირებენ საერთოდ

არ მგონია,  რომ სანქციებმა რამე გავლენა მოახდინოს ივანიშვილზე, თუ დაასანქცირებენ საერთოდ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, სანქციების საფრთხის საპირწონედ არსებობს მეორე,  უფრო დიდი საფრთხე, რაც რუსეთიდან შეიძლება მოდიოდეს. 

 

“არ მგონია,  რომ სანქციებმა რამე შეცვალოს და  ბიძინა ივანიშვილზე გავლენა იქონიოს. ერთ მხარესაა ფინანსური საფრთხე, ფულის დაკარგვის, ან გადაადგილების, ვერ გაფრინდეს სადმე, თუმცა საფრანგეთის მოქალაქეა, როგორ ვერ გაფრინდება მაგალითად,  საფრანგეთში? მეორე მხარეს არის სრულიად უკვე ჩამოყალიბებული მკვლელად და ტერორისტად რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთის ხელისუფლება. ნებისმიერ ადამიანს არჩევანი რომ ჰქონდეს, ფულის დაკარგვასა და სიცოცხლის დაკარგვას შორის, რომელს აირჩევს? ამიტომ არ მგონია, რომ სანქციებმა რამე გავლენა მოახდინოს ივანიშვილზე, თუ დაასანქცირებენ საერთოდ.

 

ეს არის ჩემი ხედვა იმის გათვალისწინებით, რა ნაბიჯებიც გადადგა რუსეთმა ოლიგარქების მიმართ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები