spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი მარგველაშვილი – ერთადერთი, რითაც მიღწეული იქნება დეოლიგარქიზაცია, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

ერთადერთი, რითაც მიღწეული იქნება დეოლიგარქიზაცია, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით, დეპუტატებმაც უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები და  ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან.  

 

“რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნების გარეშე არცერთი ეს მიზანი, რომელიც გვაქვს,  მიღწევადი არ არის. ჩვენი პარტნიორები 6 თვეში მოელიან დეოლიგარქიზაციას.  ერთადერთი, რითაც  ეს მიღწეული იქნება,  არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. 

 

ამ მუხტს, რომელიც არის ხალხისგან წამოსული,  ჭირდება პოლიტიკური კალენდარი. პოლიტიკური კალენდარი 2024-მდე არ არსებობს.  თუ ჩვენ არ დავდებთ პოლიტიკურ მიზანს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და ამისთვის, მათ შორის,  დეპუტატები არ გადადგამენ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს, ჩემი აზრით,  ამ ბრძოლას არ ექნება დინამიკა, ვერ გაღრმავდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები