ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, ითხოვს პოლიტიკური სპექტრი, გვერდში გვიდგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი, რომ დაითმოს ქართველი საზოგადოება ვეღარასდროს ვერ იქნება წელში გასწორებული. საქართველო იქნება მომაკვდავი და სისხლში ჩახრჩობილი პუტინის იმპერიის სამსახურში.
“ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ვითხოვთ თითოეული ჩვენგანი, ითხოვს პოლიტიკური სპექტრი, გვერდში გვიდგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დღეს თითოეული თქვენგანი აქ დგას საკუთარი თავის გულისთვის, საკუთარი ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, რომლის დათმობაც იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, ექნება უარის თქმა ყველაფერზე. ჩვენ ეს ყველაფერი, რომ დავთმოთ, ვეღარასდროს ვერ ვიქნებით წელში გასწორებული, ჩვენ ვიქნებით მომაკვდავი და სისხლში ჩახრჩობილი პუტინის იმპერიის მსახურები. ეს ბრძოლა არის უალტერნატივო და ეს ბრძოლა დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.