spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა იქნას გაშვებული მთავრობიდან

“ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა იქნას გაშვებული მთავრობიდან” – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

 

„ეს ხალხი, ვინც მისცა “ქართულ ოცნებას” ხმა იმ გაუგებარი მითისთვის, რომ სააკაშვილის ეშინოდათ და იმიტომ რომ სააკაშვილის გვერდით არ უნდოდათ დადგომა, დღეს, მათ მიერ არჩეული ხალხი პუტინის გვერდით დგას ამა თუ იმ ფორმით. ზუსტად არ ვიცი რა ფორმით, კოლაბორაციაა თუ კაპიტულაცია, მაგრამ იქით მხარესაა გადაქაჩული. ეს გასააზრებელია მომავლისთვის და იმის გასააზრებლად, რომ ეს ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა იქნას გაშვებული მთავრობიდან, იმიტომ რომ საქართველო კრიტიკულ პერიოდში შედის ჩვენი ევრაზიის და განსაკუთრებით პოსტრსაბჭოთა რეგიონი და არ შეიძლება აქ იყოს ხელისუფლება, რომლის მთავარი თემაც არის ბიძინა ივანიშვილის რესურსების დაცვა და მეტი დასაცავი მათ არაფერი აქვთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები