ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა რა პროცესსაც გადის ოპოზიცია, ამას ეროვნული მოძრაობა ჰქვია.
“ძალიან ერთმნიშვნელოვნად და მარტივად არის საქმე. ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს. ვნახავთ, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ვინ რა ფორმით გააკეთებს ამას. ამაზეა დღეს საუბარი. უბრალოდ, ძალიან მარტივია, ყველა თავის თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს და ვნახოთ რა მოხდება. რეალურად, ეს ამ ერთპარტიულ პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას არ შესძენს.
ამას ჰქვია ეროვნული მოძრაობის დაწყება, რომ ჩვენი სამშობლო გავათავისუფლოთ. ამ პროცესში ვართ, ყველა სხვადასხვა ფორმით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.