spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – პარლამენტის დრო აღარ არის, ოპოზიციამ სათქმელი ადამიანებს ქუჩიდან უნდა უთხრას

ამას უნდა ეუბნებოდე არა პარლამენტიდან, არამედ ქუჩიდან, იმიტომ რომ პარლამენტის დრო აღარ არის, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა,

 

მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა იმ ძალის ხელშეწყობაა, რომელსაც ქვეყანა ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისაკენ მიყავს. 

 

მარგველაშვილისთვის მიუღებელია დასავლელი პარტნიორების პოზიციაც, რომლებიც ოპოზიციას მმართველ ძალასთან თანამშრომლობისა და არარეალურ “12 პუნქტზე“ მუშაობისკენ მოუწოდებენ. 

 

“ძალიან სუსტი მდგომარეობა ქართული ოპოზიციის გამოიხატება იმაში, რომ ამ სისტემას, რომელიც მიიღწვის, გააღრმავოს ეს ავტორიტარიზმი და გადაიყვანოს ტოტალიტარიზმში, სისტემას,  რომელმაც ძალიან  მკაფიოდ თქვა უარი საქართველოს ისტორიულ და დასავლურ არჩევანზე, აძლევს “გაპრავების” საშუალებას.  

 

იგივეს აკეთებენ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ოპოზიციას ეუბნებიან “იჯექით პარლამენტში, ოღონდ ნუ იქნება დაძაბულობა, და ნუ იქნება არეულობა“,  ეს ელჩები 3-4 წელიწადში წავლენ თავიანთ დემოკრატიულ ქვეყნებში, აქ კი ეს სტაბილურობა გადაიქცევა იმად, რასაც ჩვენ ვხედავთ ქვეყნებში,  სადაც დემოკრატიის სრული ნიველირება ხდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.  

 

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და თავი სათქმელი ადამიანებს ქუჩიდან უნდა უთხრას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები