spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსის ასე უცებ ცვლილების ანალოგს ვერ ვიხსენებ

მე ვაანალიზებდი ამ ვითარებას და ვერ ვიხსენებ ჩემთვის ცნობილ პოლიტიკურ პროცესებში ანალოგს, როდესაც შეიძლება, ქვეყნის გეოპოლიტიკური კურსი, რომელიც 30 წელია, უცვლელია, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობის 80%, ასე უცებ, რადიკალურად, დეკლარირებულად შეცვალო, თან არჩევნების გზით, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა გიორგი მარგველაშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“80% ამ ქვეყნის მოსახლეობის თვლის, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტაცია არის დასავლეთზე და ევროპაზე, ჩვენ გვაქვს აქ პერსპექტივა, ჩვენ საბოლოოდ, კიდევ კარგი, გვაქვს ნათელი გზავნილები ჩვენი პარტნიორებისგან და უცებ მე ამას ყველაფერს ვცვლი და ვაკეთებ ამას არჩევნების გზით. მე ანალოგს საქართველოს ისტორიაში კი არა, თუნდაც ბოლო პერიოდის ისტორიაში, რაც მე მახსოვს, ვერ ვპოულობ.

შესაბამისად, ის, რა გზითაც მიდის ეს პოლიტიკური ძალა, უცებ რომ ატრიალებს ყველაფერს, თავისთავად მათ მიმართ არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, თუ ისინი ამას აპირებენ არჩევნების გზით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები