spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – სრული დაუმორჩილებლობით, მშვიდობიანად უნდა გავუშვათ ესენი საქართველოს ოკუპაციიდან

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ “ქართული ოცნების” საქმიანობა, ისე შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, როგორც ითვლებოდა ამავე შენობაში კომუნისტური ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობა კანონიერად, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ოკუპაციის ფორმა და საოკუპაციო რეჟიმი ატარებს სხდომას.

“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ “ქართული ოცნების” საქმიანობა, ისე შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, როგორც ითვლებოდა ამავე შენობაში კომუნისტური ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობა კანონიერად. ეს არის ოკუპაციის ფორმა, ეს საოკუპაციო რეჟიმი ატარებს თავის სხდომას. დემოკრატიის და საერთაშორისო თანამეგობრობის კონტექსტში, რა თქმა უნდა, ეს აბსურდია, მაგრამ ოკუპაციის პირობებში, ასე ცხოვრობს ოკუპირებული ქვეყანა. ჩვენი როლი არის იმაში, რომ ეს ბოლომდე არ მივიღოთ და ძალიან მტკიცე, დაუღალავი ბრძოლით მთელმა საზოგადოებამ

ბოლომდე უნდა შეაქციოს მათ ზურგი. სრული დაუმორჩილებლობით, მშვიდობიანად უნდა გავუშვათ ესენი საქართველოს ოკუპაციიდან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები