spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მარგველაშვილი – ზეგინდელი გამარჯვებისთვის ჩვენ ყველა კომპონენტი გვაქვს დალაგებული და ყველა კომპონენტი არის სრულიად გამართული

არ მივცემთ ამ ქვეყანას, აი, ამ მათხოვრებს და მათ პატრონებს კრემლში. გილოცავთ ზეგინდელ გამარჯვებას. უნდა გადმოვიბაროთ ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნებზე არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის უნდა მივიდნენ მოქალაქეები.

“დღეს მე ვხედავ იმას, რომ ამ ქვეყანაში ორ დღეში შეიცვლება ხელისუფლება, შეიცვლება იმიტომ, რომ ჩვენ, ყველამ მეთოდურად და აზრიანად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ვიყოთ ყველა მხნედ, ყველამ გავიაზროთ, რომ ჩვენ ზეგ გავდივართ არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ გავდივართ საქართველოსთვის იმიტომ, რომ არ მივცემთ ამ ქვეყანას აი, ამ მათხოვრებს და მათ პატრონებს კრემლში.

ბუნებრივია, ყველაზე მეტად მე ამ გამარჯვებაში მჯერა ნომერი 9-ის. “ოცნების” ყველა “ტრიუკი” იქნება ფუჭი. გილოცავთ ზეგინდელ გამარჯვებას. იოლი არ იქნება, მაგრამ გამარჯვება იქნება. ზეგინდელი გამარჯვებისთვის ჩვენ ყველა კომპონენტი გვაქვს დალაგებული და ყველა კომპონენტი არის სრულიად გამართული. ჩვენ უბრალოდ უნდა შევასრულოთ ჩვენი საშინაო დავალება და გადმოვიბაროთ ხელისუფლება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები