ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ორგანიზაცია CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.
“სუსი ლაპარაკობს გადატრიალებებზე… რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია “კანვასს”.
“კანვას საქართველოს” დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!
პირადად ჩემს წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც “ექსტრემისტი” მეძახა.
ბოლო 20 წელია, უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად.
რასაც სუსი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან.
მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!”, – წერს მელაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fgiomeladze%2Fposts%2Fpfbid022BNKn8mj26Ti7sYnoK1JT9P7eDy1fvhGRDfh3UMJk7zMYkmTFu8oTujQqQszfbeTl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”304″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>