გაიზრდება წნეხი საგარეო პოლიტიკური იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეცდებიან, რომ შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული სავაჭრო ობიექტები, პორტები დაუთმონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, – ამის შესახებ “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს შეერთებულ შტატებს.
“გაიზრდება წნეხი საგარეო პოლიტიკური იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეცდებიან, რომ შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული სავაჭრო ობიექტები, პორტები დაუთმონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.
მიდგომების გათვალისწინებით, რაც ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ზოგადად ვაჭრობასთან დაკავშირებით, ასეთი ქმედებები, ამერიკული კაპიტალის ასეთი დაჩაგვრის მცდელობა არ იქნება გატარებული ყოველგვარი რეაგირების გარეშე და პირიქით, ამას მოჰყვება მკვეთრი რეაგირება, მკვეთრი საერთაშორისო წნეხი და მათ შორის, ანაკლიის პროექტი, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს შეერთებულ შტატებს”, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.