“მეგობარი აქტი” იქნება ფუნდამენტური ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას საქართველოსთან, – ამის შესახებ “ევროპულ-ქართული ინსტიტუტის” დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “მეგობარი აქტის” მეშვეობით სიღრმისეული სანქციების დაწესებაც შესაძლებელი იქნება.
“მეგობარი აქტი” იქნება ფუნდამენტური ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობას საქართველოსთან და ამავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტს მისცემს ახალ ბერკეტებს, რომ იყოს რეაგირება საქართველოში ანტიდასავლურ, ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე და იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ გაითვალისწინებს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ბუნებრივია, ამოქმედდება უფრო ეფექტიანი და უფრო სიღრმისეული სანქციები, მათ შორის “მეგობარი აქტის” მეშვეობით”, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
სენატში MEGOBARI Act-ს დღეს, 27 მარტს განიხილავენ.