spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მშვენიერაძე – ამ 12 პუნქტის შესრულება, სინამდვილეში, ევროკომისიამ ხელისუფლებას კი არა, ქართველ ხალხს დაავალა

ამ 12 პუნქტის შესრულება, სინამდვილეში, ევროკომისიამ ხელისუფლებას კი არა,  ქართველ ხალხს დაავალა,  – ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების” თავმჯდომარემ  გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება არ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას, რისი  ნებაც მას საზოგადოებამ არ უნდა მისცეს. 

 

“დეოლიგარქიზაცია არის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი საკითხი, ევროპარლამენტმაც ჩვენ ცხადად გვითხრა დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დეივანიშვილიზაციას. აქედან გამომდინარე, თავის მოტყუება ვერავის გამოუვა ამ საკითხზე. ყველა საკითხზე, რომელიც მოცემული გვქონდა 12 რეკომენდაციაში, ევროპელი პოლიტიკოსები ესაუბრებოდნენ ქართველ ხალხს.  სინამდვილეში,  ამ 12 პუნქტის შესრულება, ევროკომისიამ ხელისუფლებას კი არა,  ქართველ ხალხს დაავალა. 

 

ამიტომ თუ კი ჩვენ, ქართველი ხალხი, არ ავიღებთ პასუხისმგებლობას ამ 12 პუნქტის შესრულებაზე, უბრალოდ, ხელისუფლების იმედად ვიქნებით, ხელისუფლებას ამას არ გააკეთებს და ქართველი ხალხის მდგომარეობა გაუარესდება ამით. ამიტომ სიფხიზლე და  აქტიურობა მოეთხოვება  საზოგადოებას. 

 

ცხადია,  ამ პროცესებს სჭირდება ბიძგი და ეს ბიძგი იქნება თავად ეს დათქმული ვადები,  რომელიც მოახლოებულია და რომელიც ბუნებრივად გამოიწვევს ყველა  იმ აქტორის  უფრო აქტიურად ჩართვას სამოქალაქო ცხოვრებაში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოების წინაშე, მათ შორის ამ ცვლილებებზე“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები