spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მშვენიერაძე – ძნელი წარმოსადგენია, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას დაუპირისპირდეს

ძნელი წარმოსადგენია, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ნიკა გვარამიას პატიმრობა სწორედ ქვეყნის არაფორმალური მმართველის გადაწყვეტილებაა. 

 

“ის, რომ სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების“ ზოგიერთ წარმომადგენელს, ეს იქნება ღარიბაშვილი თუ კობახიძე,  შეიძლება შეეპასუხოს,  ან გააკრიტიკოს,  არ ნიშნავს არანაირად, რომ მას ანალოგიური დამოკიდებულება ექნება იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელსაც ივანიშვილის იღებს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არის სწორედ ივანიშვილის გადაწყვეტილება. პატიმრობაშია არა პერსონალურად ნიკა, არამედ ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.  

 

პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით ოპოზიცია პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის მიმართავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები