spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მშვენიერაძე – ხელისუფლება ცდილობს გამოიწვიოს გაბრაზებული მოქალაქეები, აცდუნოს ძალადობაზე და სასტიკად გაუსწორდეს

ხელისუფლება ცდილობს გამოიწვიოს გაბრაზებული მოქალაქეები, აცდუნოს ძალადობაზე და სასტიკად გაუსწორდეს, – ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე წერს. 

 

როგორც ის აღნიშნავს, აღნიშნულ პროვოკაციაზე, რაც არის გლდანიც ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, არ უნდა წამოეგონ და უარი თქვან ნებისმიერ ძალადობაზე.  

 

“ხელისუფლება ცდილობს გამოიწვიოს გაბრაზებული მოქალაქეები, აცდუნოს ძალადობაზე და სასტიკად გაუსწორდეს, ამით გადატეხოს სიტუაცია, დაამკვიდროს შიში, ღია რეპრესია და ამას დაარქვას მშვიდობა 2024 წლამდე. ღიად უთხრას დასავლეთსაც ის, რაც 3 დღის წინ სულგაყიდული მოსამართლეების სახელით თქვეს – დაგვანებონ თავი.

 

ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციას და უარი ვთქვათ ნებისმიერ ძალადობაზე. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ვიყოთ პრინციპულები, მწვავეები, უშიშრები და აუცილებლად ვაჯობებთ”,  – წერს  მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები