spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მშვენიერაძე – ხვალ მე მომადგებიან, შენ მოგადგებიან, ყველას მოგვადგებიან, მათაც, ვინც „ქართულ ოცნებაში“ არიან ახლა

თქვენ რა გგონიათ, რომ სამართალს აღასრულებს ივანიშვილი ახლა? ეს არის ჩვეულებრივი დევნა – ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ავტორიტარული ხელისუფლებისათვის დანაშაულად ითვლება მხოლოდ რეჟიმისათვის საფრთხის შექმნა. 

 

“მე თავს არ ვიტყუებ იმაში, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უცოდველი იყო.  არა,  ბევრი რამ არ მომწონდა მისი პოლიტიკის, არც მაშინ მოვრიდებივარ და ახლა ვერიდები ამის თქმას. მაგრამ თქვენ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები რომ ხართ ახლა, მიყუჩებულები  ხართ სახელმწიფო თანამდებობზე, სკამებზე, ხმას არ იღებთ.  თქვენ რა გგონიათ, რომ სამართალს აღასრულებს ივანიშვილი ახლა? ეს არის ჩვეულებრივი დევნა. არ მოგვწონს სააკაშვილი? კი ბატონო,  იქნება სააკაშვილი ციხეში, შეიძლება უარესი გაუკეთონ, მაგრამ ხვალ მე მომადგებიან,  შენ მოგადგებიან, ყველას მოგვადგებიან, მათაც, ვინც „ქართულ ოცნებაში“ არიან ახლა. გახარიასაც მიადგებიან, ყველა ვინც ავტორიტარიზმს საფრთხეს შეუქმნის, დაისჯება, ეს არის სინამდვილეში დანაშაული და არა ის, რაც სისხლის სამართლის კოდექსში წერია. დანაშაული არის,  თუკი ივანიშვილის ძალაუფლებას უქმნი საფრთხეს, სხვა დანაშაული ამ ქვეყანაში არ არსებობს.  ყველა დანაშაულზე ჰუმანისტურია ხელისუფლება, გარდა ამ დანაშაულისა”, – განაცხადა მშვენიერაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები