spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მშვენიერაძე – მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.  

 

გიორგი მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სწორედ მასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.  

 

“მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებულად გაუქმება პირდაპირ დაკავშირებულია მისი საქმის გამოძიებასთან. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მისი გამოკითხვა შედგა საკმაოდ დეტალურად. ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს გამოძიების პროცესი. 

 

მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები”,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შეიქმნისათვის საჭიროა, “ნაციონალური მოძრაობამ”  სადეპუტატო მანდატები გამოიყენოს.  კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები