spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი მუმლაძე – ვაპირებ მონაწილეობის მიღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში!

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, – ამის შესახებ მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“გადაწყვეტილება მიღებულია! ვაპირებ მონაწილეობის მიღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნებში! 

 

ჩემი მიზანია, არსებული უუნარო თავმჯდომარე ნიკა მელია და  პარტიის უმოქმედო მენეჯმენტი, სრულად ჩამოცილდეს პარტიის მართვას! ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის “იძულების კამპანიისკენ”, რითაც დავიხსნით  მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს! მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში,  რომ  პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას!

 

პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული!

 

ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!”, – წერს გიორგი მუმლაძე.

 

როდის ჩატარდება “ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები ჯერ უცნობია. არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა უკვე გამოთქვა ნიკა მელიამ. თავმჯდომარეობის სურვილს გამოთქვამს გიორგი ჩალაძეც. საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესაძლებლობას არც ლევან ხაბეიშვილი გამორიცხავს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები