თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
“გადაწყვეტილება მიღებულია, 5000- ლარიანი ჯარიმა! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“ — წერს გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში.
საქმე უკავშირდებოდა 2021 წლის 14 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციას, რომლის დროსაც გიორგი მუმლაძე დააკავეს. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, 2-დან 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებდა.